2023 წლის 17 იანვარს ონლაინ ფორმატში DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს შემაჯამელებელი სხდომა გაიმართა Print
Friday, 14 April 2023 05:52

2023 წლის 17 იანვარს ონლაინ ფორმატში DEIK-ის  თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს შემაჯამელებელი სხდომა  გაიმართა.  შეხვედრაზე  თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ  მონაწილეებს Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ   2022 წელს განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, დიაგონალური კუმულაციის მნიშვნელობა, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არსებული პრობლემები და გადაჭრის გზები. ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტები და მათი განხორციელების გზები.  შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რომ, თურქეთი   საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა და 2022 წელს თურქულმა ინვესტიციებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდა,  თურქეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი ალი ქაან ორბაი, თურქეთის  რესპუბლიკის  გენერალური კონსული რიზა ქაან ილმაზი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს საერთაშორისო სახელშეკრულებო და ევროკავშირთან ურთიერთობის  გენერალური დირექტორი ჰუსნუ დილემრე,  თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს საბაჟო განყოფილების გენერალური დირექტორი  მუსტაფა გუმუში, თურქეთის სავაჭრო ატაშეები და  DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრები.