2023 წლის 27 ივლისს თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან სეზაი უჩარმაქთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა Print
Wednesday, 27 September 2023 08:15

2023 წლის 27 ივლისს თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან სეზაი უჩარმაქთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გამართულ შეხვედრაზე მხარებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული რიგებისა და სხვა აქტუალური პრობლემების აღმოფხვრის გზებზე. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ყურადღება გაამახვილა საბაჟოზე არსებულ რიგებსა და დაზღვევის პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემზე. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა სარფის საბჟო გამშვები პუნქტის ადმინსიტრაციის უფროსი, საერთაშორისო გადამზიდავთა UND) და აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) წევრები.