2023 წლის 24-25 ივლისს, ბათუმში საქპატენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ ჩატარდ Print
Wednesday, 27 September 2023 08:25

2023 წლის 24-25 ივლისს, ბათუმში საქპატენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ ჩატარდა. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ტრანსნაციონალური უკანონო ვაჭრობის ახალ ტენდენციები და ციფრული მეკობრეობის თავიდან აცილების თანამედროვე მეთოდები. კონფერენციაზე ასევე ჩატარდა პანელური დისკუსიები. ‘’საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული პარტნიორობის განხორციელება კონტრაფაქციის თავიდან ასაცილებლად მიმართული ბრძოლის სფეროში’’ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ. მან ყურადღება გაამახვილა საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე და საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. ბატონმა ოსმანმა კონფერენციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და წარმატებები უსურვა.