2023 წლის 3 აგვისტოს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ქ. სამსუნში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა Print
Wednesday, 27 September 2023 08:33

2023 წლის 3 აგვისტოს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ქ. სამსუნში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე მხარებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე, პირდაპირი ავიარეისის თბილისი-სამსუნი სამსუნი-თბილისის მიმართულებით დანიშვნის მნიშვნელობაზე და სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვენლოვანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებისთვის და სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვისთვის. შეხვედრის დასასრულს ბატონმა ოსმანმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.