საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ “ გაიხსნა Print
Wednesday, 27 September 2023 08:52

2023 წლის 1 სექტემბერს   საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა. საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალი ქაან ორბაი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, საქართველოსა და თურქეთის მთავრობისა  და  დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს  განახლებული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საბაჟო კონტროლის პროცედურებს.