სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-12 საერთაშორისო გამოფენა Batumi Build 2023 Print
Wednesday, 27 September 2023 08:56

2023 წლის 8-9-10 სექტემბერს საგამოფენო კომპანია Expo Batum-ის ორგანიზებით, ბათუმში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-12 საერთაშორისო გამოფენა „Batumi Build 2023” გაიმართა.  Batumi Build 2023-ის მიზანი, სამშენებლო სფეროში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანებაა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს კონტაქტების მოძიებასა და შემდგმოში საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებას. გამოფენაზე შესაძლებელი იყო კომპანიებს შორის B2B შეხვედრების ორგანიზება. გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.