ვიზიტი ინვესტორთა ასოციაციის წევრ სამკერვალო ფაბრიკა აჭარა ტექსტილში Print
Wednesday, 27 September 2023 09:10

2023 წლის 22 სექტემბერს, DEIK-ის  თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან -მჟავანაძე  თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან  რიზა ქაან ილმაზთან ერთად ინვესტორთა ასოციაციის წევრ სამკერვალო ფაბრიკას  აჭარა ტექსტილს ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუმრეს თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთბების გაღრმავებაზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და უცხოური ინვესტიციების გაზრდის მნიშვნელობაზე. სტუმრებმა  აჭარა ტექსტილის სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერს და მუშაობის პროცესს გაეცნენ. ბატონმა ოსმანმა,  აჭარა ტექსტილის მფლობელს,  ინვესტორთა ასოციაციის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.