თურქეთის ტურიზმის ინვესტორთა ასოციაცია ბათუმს სტუმრობდა... Print
Monday, 23 August 2010 16:39

მიმდინარე წლის 21–22 აგვისტოს ბათუმს სტუმრობდა ტურ იზმის ინვესტორთა ასოციაციის „TYD“-ის 14 კაციანი ჯგუფი თურქეთიდან. სტუმრები მიიღო აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემლევან ვარშალომიძემ, სადაც განხილული იქნა ტურიზმის დარგში თურქული ინვესტიციების გაზრდის პერსპექტივები. დელეგაციის წევრები მიიღო და საქართველოს ტურიზმის განვითარების გეგმაზე ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს ინვესტორთა ასოციაცია აქტიურად მონაწილეობდა „TYD“–ის დელეგაციის ვიზიტის პროგრამაში და მჭიდრო  კავშირებს ამყარებს იგი ტურიზმის ინვესტორთა ასოციაციასთან კონკრეტული პროექტების განხილვის მიზნით ბიზნესმენთა დასაინტერესებლად. თურქეთის ტურიზმის ინვესტორთა ასოციაცია „TYD“ შეიქმნა 1988 წელს. იგი აერთიანებს ასობით ინვესტორს, რომელებიც ტურიზმის დარგში მოღვაწეობენ. თურქეთი მსოფლიოში ტურიზმის წამყვანი ქვეყანაა და იგი მერვე ადგილზე იმყოფება. ამ დარგს ემსახურება სასტუმროები 250 ათასი საწოლით, 25 ათას ადგილით ავიაცია, 8 ათასი მარინა–იახტ ტევადობის ნავმისადგომებით, დასაქმებულია 400 ათასი კაცი, წლიურად იღებს 27 მილიონ ტურისტს და 23 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს ქვეყანას. აღნიშნული დარგის წარმომადგენელ ასოციაციასთან ურთიერთობა და მათი გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ტურიზმის წარმატებული განვითარებისათვის.