საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირებასთან დაკავშირებულ თათბირს ინვესტორთა ასოციაციის წევრები დადებითად გამოეხმაურნენ... Print
Thursday, 02 September 2010 14:06

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიები, რომლებიც წისქვილკომბინატების მეპატრონენი არიან დადებითად გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტის დავალებას მთავრობის სპეციალური გეგმის შემუშავების მიზნით, რაც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირებას უკავშირდება.

თავის მხრივ, ინვესტორები ცდილობენ მოიძიონ ახალი ალტერნატიული ბაზრები და მისაღებ ფასებში შეიძინონ ხორბალი. შპს “ორცვას” მეპატრონე ირანელი ინვესტორის ისმაილ ბაზარანის განცხადებით მან ხორბალი ტრაპიზონში ხორბლის ტერმინალ საცავებში შეიძინა, რაც საშუალებას მისცემს არა თუ გაზარდოს ფქვილის ფასი, არამედ შეამციროს იგი უახლოეს დღეებში.

ამჟამად, უმაღლესი ხარისხის 50 კგ-იანი ტომარა ფქვილის ფასი 47-48 ლარში, ხოლო პირველი ხარისხის 45 ლარამდე მერყეობს.