თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი... Print
Monday, 13 September 2010 15:02

მიმდინარე წლის 13–14 სექტემბერს ქ. ბათუმში სასტუმრო „შერატონში”, ხოლო 15 სექტემბერს, ქ. თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და სავაჭრო‐სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ფორუმის ფარგლებში, ქართველ და თურქ ბიზნესმენებს შორის, სექტორების მიხედვით, ორმხრივი შეხვედრები შედგება. აღნიშნული ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოსული თურქი ბიზნესმენების დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან შემდეგი სექტორების წარმომადგენლები: მშენებლობა და სამშენებლო მასალები; უძრავი ქონება; ფეხსაცმელისა და ჩანთების წარმოება; რესტორნები და კაფეები; კვების პროდუქტები; შინაური ფრინველის და კვერცხის, ტკბილეულის, ავტომობილების ნაწილების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების, საქორწილო კაბების, საიუვილერო ნაწარმის წარმოება; აუდიტორული, კომპიუტერული, ბეჭდვითი მომსახურება (სტამბა); ბიოქიმიური/ჰემატოლოგიური რეაქტივები და დანადგარები; მძიმე მრეწველობა (წიაღისეული, შავი ლითონი), საგანმანათლებლო და სოციალური მომსახურება. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მოუწოდებს ქართველ ბიზნესმენებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ფორუმში და გამოიყენონ შესაძლებლობა ახალი ბიზნეს კავშირების დასამყარებლად.ქ. ბათუმში ორმხვრივი შეხვედრები შედგება 14 სექტემბერს 11 საათზე სასტუმრო „შერატონში“.