საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია გერმანელ ჟურნალისტებს მასპინძლობდა... Print
Tuesday, 21 September 2010 12:30

მიმდინარე წლის 14-დან 25 სექტემბრამდე საქართველოში იმყოფება 25 კაციანი დელეგაცია გერმანიიდან, რომლის შემადგენლობაში შედიან ცენტრალური და რეგიონალური ტელევიზიების, რადიოსა და პრესის 17 ჟურნალისტი, ოთხი გერმანელი სხვადასხვა ფონდის წარმომადგენელი და გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში ვიზიტორები ეცნობიან საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელსაც შემდეგ გააცნობენ გერმანიის მოქალაქეებს. 20-21 სექტემბერს დელეგაცია იმყოფებოდა აჭარაში . ბათუმში. მათ მეგზურობასა და ორგანიზაციულ საკითხებში დახმარებას უწევდა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია. ჟურნალისტები გაეცნენ BTM-ის სამკერვალო ფაბრიკას, დაათვალიერეს ბათუმის ღირსშესანიშნაობები და კატერით გაისეირნეს ბათუმის ზღვის აკვატორიაში. საქართველოში არსებული პროცესების გაცნობის, ქვეყნის იმიჯის ამაღლებისა და მისი საზღვარგარეთ წარმოჩენის თვალსაზრისით მსგავსი ვიზიტები ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის.