საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სემინარი სურსათის უვნებლობისა და კორპორაციული მართვის საკითხებზე... Print
Thursday, 30 September 2010 07:22

მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ატარებს სემინარებს შემდეგ საკითხებზე:

სურსათის უვნებლობის საკითხები; HACCP სისტემის უპირატესობები - ხუთშაბათს, 30 სექტებერს (დასაწყისი 10:00 საათზე – ხანგრძლივობა 3 საათი). სემინარში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის უვნებლობის სამსახური.

კორპორაციული მართვა საქართველოს კომპანიებისთვის – პარასკევს, 1 ოქტომბერს (დასაწყისი 10:00 საათზე – ხანგრძლივობა 3 საათი).

მონაწილეობა ორივე სემინარში უფასოა. სემინარები გაიმართება სასტუმრო შერატონში (მეორე სართული).

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მოუწოდებს თავის წევრებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ზემოთ ხსენებულ სემინარებში.