საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მონაწილეობდა ქართულ-გერმანულ ბიზნესს ფორუმში... Print
Thursday, 30 September 2010 12:17

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ქ. თბილისში სასტუმრო რადისონ-ივერიაში ჩატარდა  ქართულ-გერმანული ბიზნესს ფორუმი, რომელსაც ორგანიზებას უწევდა გერმანიის განვითარებისა და ტექნოლოგიების ფედერალური სამინისტროს თანადგომით გერმანელ ბიზნესმენთა ასოციაცია და გერმანიის საელჩო. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ ფორუმზე ორმხრივი შეხვედრები გამართა გერმანელ კომპანიებთან გაცნობისა და ორმხრივი კავშირების დამყარების მიზნით. ამ ჩარჩოში გაიმართა შეხვედრა გერმანიის ვაჭრობისა და ინვესტიციების კომპანიასთან GTAI-სთან (Germany Trade and Invest GmbH). აღნიშნული კომპანია შეიქმნა 2004 წლის 1 იანვარს, რომელიც არის გერმანიის ახალი საერთაშორისო ვაჭრობისა და  შიდა ინვესტიციების სააგენტო. მისი მისიაა ხელი შეუწყოს გერმანიაში ტექნოლოგიურ და სამრეწველო ინვესტიციების მოზიდვას. ორგანიზაცია უცხოურ კომპანიებს ურჩევს გაზარდონ თავიანთი საქმიანობის არეალი გერმანიის ბაზარზე, გერმანული კომპანიებისათვის კი უზრუნველყოფს აუცილებელი ინფორმაციას, რათა მათ შეეძლოთ უცხოური ბაზრის უკეთ ათვისება. გერმანიის სავაჭრო და საინვესტიციო სააგენტოს შეუძლია მიაწოდოს ყოვლისმომცველი და მომხმარებელზე ორიენტირებული ეკონომიკური და სამრეწველო მონაცემები, ასევე უცხოური ბიზნესს წინადადებები, განვითარებისა და საინვესტიციო პროექტები, საკანონმდებლო და საბაჟო დებულებები.