ჩაღლა ელექტროობის ჯგუფი საქართველოში შემოვიდა... Print
Friday, 08 October 2010 06:28

ელექტროობისა და მექანიკის კომპანია “ჩაღლამ” ბათუმში თავისი შვილობილი კომპანია დაარსა. აღნიშნული ფირმა ელექტროობის დარგში მსოფლიო სტანდარტების დონისაა. მას მრავალ ქვეყანაში განხორციელებული აქვს უმნიშვნელოვანესი პროექტები: სასტუმროები, საცხოვრებელი სახლები, გარე განათებები, სავაჭრო ცენტრები, ბანკის შენობები, განათლების დაწესებულებები, ქარხნები, საავადმყოფოები და ჯანდაცვის ცენტრები. პროექტებს ფირმა ფრანგულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს. ისინი ქმნიან ისეთ სისტემებს, როდესაც ქალაქის მთელი განათება ერთი პუნქტიდან იმართება და რეგულირდება. მათი საქმიანობიდან ეიფელის კოშკის განათება, ბრანდერბურგის ჭიშკარი, მექსიკის პარლამენტის შენობა, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენცია შეიძლება კმაროდეს.

კომპანია გეგმავს საქართველოში ადგილობრივი კადრების აღზრდას და თანამედროვე სისტემებით მომუშავე მძლავრი ელექტრო კომპანიის შექმნას, რაც ამ დარგში დღეს არსებულ ხარვეზს აღმოფხვრის.

კომპანიამ უკვე ბათუმის განათების, პარკირებისა და სხვა კონკრეტული პროექტების დამუშავება დაიწყო. ოქტომბრის თვის ბოლოს იგეგმება ფრანგულ-თურქული ერთობლივი პრეზენტაციის მოწყობა ქ. ბათუმში.

კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარნმოებდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და მათი დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით ასოციაციის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია.