შეხვედრა სარფის საბაჟოზე... Print
Tuesday, 12 October 2010 11:47

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მონაწილეობდა შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს სარფის საბაჟოზე. შეხვედრაზე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ბ-ნ ლევან ვარშალომიძე, აჭარის საბაჟოს და საპატრულო სამსახურების ხელმძღვანელობა მონაწილეობდა, ხოლო თურქეთის მხრიდან ართვინის გუბერნატორი მუსტაფა იემლიჰალიოღლუ, თურქეთის სავაჭრო ატაშე ვოლკან ბერკერი, ხოფისა და არხავის გამგებლები და თურქეთის სარფის საბაჟოს უფლებამოსილი პირები. სარფის საბაჟოზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისა და ქობულეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გარკვეული დაბრკოლებები შეექმნათ გადამზიდველებს, რამაც ტრაიელერების დიდი რიგები გამოიწვია სარფის თურქეთის მხარეს. პრობლემების მოგვარება ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი ხელს უშლის გადამზიდველებს, მძღოლებს უხდებათ რიგში დგომა, ხოლო საქართველოს მხარეს ფირმებს უგვიანდებათ დაკვეთების დროულად მიღება. პრობლემის დროულად გადაწყვეტისათვის ადგილზე დაისახა გზები და რამოდენიმე დღეში საზღვარზე რიგები აღარ იქნება. ტრაიელერები ადრე არსებული ტემპით იქნება საქართველოს მხარის მიერ მიღებული და გზების რეაბილიტაციის მიმდინარეობის საათებში ისინი გაჩერდებიან ბათუმსა და ქობულეთში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, ხოლო თავისუფალ საათებში გზას ჩვეულებრივად გააგრძელებენ.