შეხვედრა USAID-ის წარმომადგენლებთან… Print
Thursday, 25 November 2010 09:18

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს USAID-ის ახალი პროექტის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის თანამშრომლები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები ეწვივნენ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, საქართველოში სხვადასხვა ბიზნეს სექტორის შემოდგომი განვითარების პოტენციალზე ინფორმაციის მიღების მიზნით.

USAID-ის ახალი პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას.

შეხვედრაზე დაიგეგმა ვიზიტი კომპანიებთან  (აჭარა ტექსტილი, ბათუმიტექსი, ბი თი ემ ტექსტილი, ჯორჯიან ტექსტილი) მათი საქმიანობის გაცნობის მიზნით.