საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაციაში მმართველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა... Print
Monday, 13 December 2010 22:05

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში მმართველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგში იდგა შემდეგი საკითხები:

1.საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ახალი გენერალური მდივნის წარდგენა;

2. ასოციაციის შემგომი მუშაობის სამოქმედო გეგმის  შემუშავება.

მმართველთა საბჭოს თავჯდომარემ ბატონმა ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ მმართველთა საბჭოს წევრებს წარუდგინა ახალი გენერალური მდივნის კანდიდატურა.მმართველთა საბჭომ ერთხმად მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანდიდატურას და დააკისრეს მოვალეობები, როგორც სამუშაოს ნაწილი.

ასოციაციის შემგომი მუშაობის სამოქმედო გეგმის  განსახილველი საკითხებიდან წარმოდგენილი იყო: საქართველოს პარლამენტში,დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში,საინვესტიციო კანონმდებლობის და ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივი რეჟიმის სრულყოფის მიზნით,ასოციაციის წევრი კომპანიების ბიზნეს საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის გაუმჯობესება,საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაბანდებისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება,დაინტერესებულ ინვესტორთათვის საქართველოში ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად შესაბამისი საინფორმაციო,ორგანიზაციული და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა და სხვა.