ეიფელის კოშკის განათების პროექტის ავტორი კომპანია საქართველოში შემოდის... Print
Monday, 20 December 2010 07:51

ელექტროობისა და მექანიკის ცნობილი კომპანია "ჩაღლა" ,რომელმაც ბათუმში თავისი შვილობილი კომპანია დააარსა,საქართველოში შემოდის. მიმდინარე წლის 14 დეკემბერს სასტუმრო შერატონ ბათუმში გაიმართა კომპანიის პრეზენტაცია,რომელსაც ესწრებოდა: ქალაქ ბათუმის მერი ბატონი რობერტ ჩხაიძე,აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბატონი თამაზ შავაძე,საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ბატონი იასონ ცერცვაძე,  ადგილობრივი მსხვილი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.   აღნიშნული ფირმა ელექტროობის დარგში მსოფლიო სტანდარტების დონისაა. მას მრავალ ქვეყანაში განხორციელებული აქვს უმნიშვნელოვანესი პროექტები: სასტუმროები, საცხოვრებელი სახლები, გარე განათებები, სავაჭრო ცენტრები, ბანკის შენობები, განათლების დაწესებულებები, ქარხნები, საავადმყოფოები და ჯანდაცვის ცენტრები. პროექტებს ფირმა ფრანგულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს. ისინი ქმნიან ისეთ სისტემებს, როდესაც ქალაქის მთელი განათება ერთი პუნქტიდან იმართება და რეგულირდება. მათ მიერ განხორციელებული პროექტებია ეიფელის კოშკის განათება, ბრანდერბურგის ჭიშკარი, მექსიკის პარლამენტის შენობა, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენცია. კომპანია გეგმავს საქართველოში ადგილობრივი კადრების აღზრდას და თანამედროვე სისტემებით მომუშავე მძლავრი ელექტროკომპანიის შექმნას, რაც ამ დარგში დღეს არსებულ ხარვეზს აღმოფხვრის. ასევე აპირებს შეიმუშავოს აჭარის გარე განათების კონცეფცია და უახლოეს მომავალში წარუდგინოს აჭარის მთავრობას. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მიესალმება აღნიშნული კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და თვლის რომ კომპანიის მიერ ინვესტიციის განხორციელება შეუწყობს ხელს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ასევე კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.