მორიგი შეხვედრა საგადასახადო ომბუდსმენთან სსია–ს ოფისში... Print
Saturday, 21 May 2011 19:25

მიმდინარე წლის 21 მაისს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა მორიგი შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენთან გიორგი პერტაიასთან, რომელსაც ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი და კანდიდატი კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იქნა საწარმოო დანაკარგებთან და საქონლის განბაჟებისას საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები. ბიზნეს ომბუდსმენის განცხადებით, პრობლემა მოგვარებადია და საკითხზე შემოსავლების სამსახურთან ერთად იმუშავებს. ასევე უახლოესი მომავლისთვის დაიგეგმა გასვლითი შეხვედრები სსია–ს წევრ კომპანიებში.