ავსტრიელების ვიზიტი სსია–ს ოფისში... Print
Wednesday, 01 June 2011 09:32

მიმდინარე წლის 1 ივნისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვია ავსტრიის საპატიო კონსული საქართველოში ქალბატონი ევა ბერგერი და ავსტრიის სავაჭრო პალატის სავაჭრო დელეგატი ანკარაში ბატონი კონსტანტინ ბეკოსი. მათი ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოს გაცნობა. მათი ინფორმაციით, ავსტრიელი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან აჭარის რეგიონში სამთო–სათხილამურო კურორტების განვითარებით, აგრეთვე სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების დაბანდებით. სტუმრები ასევე გაეცნენ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის სტრუქტურასა და საქმიანობას.