საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ თურქეთის ქალაქ გირესუნის ბისზნესმენთა დელეგაციას უმასპინძლა... Print
Tuesday, 07 June 2011 13:59

2011 წლის 7 ივნისს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქეთის ქალაქ გირესუნის 16 კაციანი ბიზნესმენების დელეგაცია ესტუმრა. ბიზნესმენების ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესწავლა და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. სტუმრებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელება იგეგმება. ბიზნესმენების დელეგაციას მასპინძლობა გაუწია საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თანამშრომლებმა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა.