ვიზიტი ასოციაციაში Print
Monday, 12 March 2012 07:39

2012 წლის 9 მარტს  საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ქალაქ თოქათის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს ასოციაციის გენერალური მდივანი ბატონი ოსმან ჩალიშქანი გაუმასპინძლდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობებზე ისაუბრეს. თურქული მხარე დაინტერესდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით. ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებით, გენერალურმა მდივანმა სტუმრებს მიაწოდა სტატისტიკური ინფორმაცია. საუბარი შეეხო მთავრობასა და ბიზნეს შორის თანამშრომლობასაც.