GIMG "ერა 2012"-ის ჯილდოს მფლობელი გახდა Print
Monday, 26 March 2012 08:39

"გრანდ ოტელ კემპინსკი" ბათუმის მშენებელმა კომპანიამ საერთაშორისო ხარისხის "ერა 2012"-ის ჯილდო მიიღო. ე.წ. ბიზნეს-ოსკარი კომპანია GIMG-ს სასტუმრო "კემპინსკის" პროექტისთვის გადაეცა. ერას მე-14 საერთაშორისო კონფერენცია ტრადიციულად შვეიცარიაში გაიმართა, რომელზეც 80 ქვეყნის ასობით სხვადასხვა დარგის კომპანია იყო წარდგენილი. ხარისხის მენჯმენტის დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილე კომპანიები ანონიმური წესით ირჩევა, გამარჯვებულს კი უკვე 15-წევრიანი ჟიური ავლენს. ოქროს ჯილდოს მფლობელი კომპანიების შერჩევა 7 კრიტერიუმით ხდება, მათ შორის, ხარისხთან და პროდუქტიულობასთან ერთად, კომპანია უნდა იყოს გამორჩეული მენეჯმენტის თვალსაზრისითა და ლიდერობით. დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში გაიმართა ასევე შეხვედრებიც, სადაც აჭარამ, როგორც ტურისტულმა რეგიონმა და მისმა საინვესტიციო გარემომ მონაწილე კომპანიების დიდი ინტერესი გამოიწვია.