წლის წარმატებული ბიზნესმენები და კომპანიები დააჯილდოვეს Print
Monday, 26 March 2012 08:49

2012 წლის 22 მარტს სასტუმრო "Sheraton palace"-ში აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა (ასსპა) და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით 2011 წლის შედეგების მიხედვით ჩატარდა ბიზნესმენთა და მასმედიის წარმომადგენლების დაჯილდოვების ცერემონიალი „AJARA BUSINESS AWARDS 2012”.ღონისძიება გახსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა ვაჟა ბოლქვაძემ, ასევე აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ბატონმა თამაზი შავაძემ გააკეთა პრეზენტაცია ასსპა-ს სერვისების, პალატის სტრატეგიული გეგმისა და მასში მიმდინარე რეფორმების შესახებ. ნომინაციების მიხედვით ასსპა-ს მიერ გამოვლინდა 17 გამარჯვებული კომპანია და 3 მასმედიის წარმომადგენელი , რომელთაც გადაეცათ ჯილდოები. ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოვლინდა 2011 წლის ნომინაციებში გამარჯვებული 11 კომპანია. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი რომ ასსპა-ს და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოვლენილ ნომინაციებში ჩვენმა ასოციაციამ, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა და თანამშროლებმაც მიიღეს ჯილდები. გამარჯვებულთა შორისაა:

• მსოფლიო ბრენდების შემოყვანისათვის - LTD Ajara Textile

• წარმატებული საბანკო საქმიანობისათვის-JSC Bank of Georgia

• ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებისათვის-LTD STARARGE

• სხვადასხა დარგში ინვესტირებისათვის-LTD BTM Textile

• სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისათვის-LTD BatumiTex

• ინვესტორების ლობირებისათვის-International Investors Association

• წლის მენეჯერი ქალბატონი - ნინო ფაცია