2010 წლის 12 თებერვალს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა მართველთა საბჭოს მორიგი სხდომა… Print
Monday, 15 February 2010 12:58

2010 წლის 12 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართა მართველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა შემდეგი საკითხები;

 

1.ინფორმაცია 2009 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

2. 2010 წლის სამუშაო გეგმები და მიმართულებები;

3. მართველთა საბჭოს წევრებზე საპასუხისმგებლო დარგების დელეგირება;

4. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ბ-ნ ლ.ვარშალომიძესთან შეხვედრის ორგანიზება თებერვლის თვის ბოლოს;

5.ახალი წევრების მიღება - შპს „ბაუერ-საქართველო“;

6. აუდიტორულ ფირმასთან მოლაპარაკებათა შედეგები;

7. ჩინელი ინვესტორების ბათუმში ვიზიტის პროგრამა;

8. IFC-სთან ერთად მარტის ბოლოს სემინარის ჩატარების ორგანიზება;

9. 2009 წლის ბიუჯეტის და ბალანსის შესახებ ინფორმაცია;

10. სხვადასხვა საკითხები.

 

სხდომას ესწრებოდა მართველთა  საბჭოს სრული შემადგენლობა, ასევე შემცვლელი წევრი და სამეთვალყურეო საბჭოს თვმჯდომარე.