სასტუმრო Sheraton ბათუმში გაიმართა კონფერენცია საგადასახადო სისტემაში განხორციელებული ცვლილებებისა და დანერგილი სიახლეების შესახებ Print
Monday, 26 March 2012 13:40

2012 წლის 23 მარტს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია საგადასახადო სისტემაში განხორციელებული ცვლილებებისა და დანერგილი სიახლეების შესახებ. კონფერენციაზე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლები საგადასახადო სისტემაში განხორციელებული ცვლილებების და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დანერგილი სიახლეების, საგადასახადო სამართლისა და საქართველოში დაბეგვრის სისტემის შესახებ მსჯელობდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მხარეებმა მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე კომპეტენტური პირებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგადასახადო სამართალს, თუ როგორ დაიბეგრება უცხოელი ინვესტორი, რომელიც კაპიტალს მოიზიდავს და საქართველოში დააბანდებს, ასევე იმ სერვისებზე, რომლებსაც შემოსავლების სამსახური გადასახადების გადამხდელებს სთავაზობს. ყურადღება გამახვილდა ინვესტორებისათვის საინტერესო რამდენიმე საკითხზე, როგორიცაა ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება, კერძო საგადასახადო აგენტი და უბნის საგადასახადო ინსპექტორი. კონფერენციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც უცხოელ და ქართველ ბიზნესმენებს ბათუმისა და ქობულეთის ტურისტულ ზონებში არსებული შეღავათები გააცნეს.