„ჯიპიაი ჰოლდინგი“ „ოქროს ბრენდის“ მფლობელი მეორედ გახდა Print
Sunday, 08 April 2012 10:44

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ოქროს ბრენდის ბიზნეს ნომინაციის მფლობელი მეორედ გახდა - კომპანია 2011  წლის რჩეულ ბრენდად აღიარეს.რჩეული ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური, მეშვიდე ცერემონია კომპანია Global Idea-მ და გაზეთმა The FINANCIAL-მა თბილისის მერიის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში გამართეს.ოქროს ბრენდი ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. ცნობისთვის: “ჯიპიაი ჰოლდინგი” დაარსდა 2001 წელს, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი  საქართველოში.  კომპანიის  პრიორიტეტია ქვეყანაში  სოციალური დაზღვევის განვითარება. უკვე რამდენიმე წელია დაზღვევის ამ სახეობებში, კერძოდ,  საპენსიო და ჯანმრთელობის დაზღვევაში, “ჯიპიაი ჰოლდინგი” ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. “ჯიპიაი ჰოლდინგი” ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის – “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა.საქართველოში ”ვენის სადაზღვევო ჯგუფში” ორი კომპანია შედის - ”ჯიპიაი ჰოლდინგი” და ”ირაო”.