ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ევროპიდან პირველი ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა Print
Tuesday, 19 June 2012 19:17

მგზავრებს, თბილისის და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის „ტავ ჯორჯია“ - ს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. რეისები, სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ზაფხულის განმავლობაში, აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების რაოდენობის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი. ავიაკომპანია OLT Express -ის გარდა ბათუმის მიმართულებით ზაფხულის განმავლობაში,ავიაკომპანიები: Sibir S7, ATA Airlines , Pegasus და Armavia იფრენენ.