ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი Print
Thursday, 12 July 2012 12:31

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციასა და დასაქმების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ასოციაციის გენერალურმა მდივანმა და დასაქმების სააგენტოს დირექტორმა მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კონფერენციები, სემინარები, შეხვედრები და სხვა სახის ღონისძიებები. ორივე მხარე უზრუნველყოფს ინფორმაციების გაცვლას დასაქმების საკითხებში, შესაძლებლობების ფარგლებში ტექნიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას.  ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას თავიათი საქმიანობის შესახებ.