საერთაშორისო სავაჭრო პალატაში გაიმართა შეხვედ... Print
Friday, 30 November 2012 06:22

2012 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ადამიანური რესურსების მართვის უფროსმა და შემსწავლელმა კომისიამ ჩაატარა შეხვედრა ახალ შრომის კოდექსთან დაკავშირებით, რომელსაც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაც დაესწრო. კომისიის თავმჯდომარემ ბატონმა იური დოლიძემ წარადგინა ახალი შრომის კოდექსის კანონპროექტი და ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის პირველ შეხედულებებზე საკითხთან დაკავშირებით. ბატონი იურის თქმით, სავაჭრო პალატა კოორდინირებას გაუწევს სამომავლო მოქმედებებს კანონმდებლობის შემქმნელ პირებთან და კომისიას მოუწოდა აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ საკითხში. ნათელია, რომ კანონმდებლობა ევროკავშირის მოდელიდან არის დაკოპირებული და მასში მცირე ცვლილებები შედის. აქედან გამომდინარე კანონში შესული მუხლები შეიცავს არასწორ განმარტებებს. უფრო მეტიც ახალმა კოდექსმა შესაძლოა პრობლემები შეუქმნას საქართველოს მაშტაბით დამსაქმებლებს და გამოიწვიოს ბიზნესის დესტაბილიზაცია. კომისია ორ მთავარ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა: 1. კონსულტაციები თამარ კოვზირიძესთან და მოვუწოდებთ პარლამენტს გადადოს კანონის ყოველგვარი ლობირება; 2. შეხვედრები გაიმართოს სოციალური დაცვის და ინტეგრაციის კომიტეტებთან, რათა უკეთ გაეცნონ პროცესის მიღმა ახალ წესებს და ჩამოყალიბდეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პოზიციები.