შეხვედრა საერთაშორისო სავაჭრო პალატაში… Print
Saturday, 01 December 2012 06:48

2012 წლის 29 ნოემბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრაწევრებთან დახურულ კარს მიღმა, სადაც განხილულ იქნა ბიზნეს გარემოს მიმდინარე მდგომარეობა ქვეყანაში.საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ასევე დაესწრო აღნიშნულ შეხვედრას. შეხვედრა გახსნა პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ და ისაუბრა მთავრობასთან თანამშრომლობის გზებზე, ისევე როგორც წევრებს შეატყობინა საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ. ბიზნესმენებმა გამოხატეს თავიანთი შეხედულებები მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით და განიხილეს სამომავლო გეგმები. მონაწილეებს საშუალება მიეცათ დეტალურად ესაუბრათ მათთვის პრობლემატურ საკითხებზე, რაც ამ ეტაპზე აბრკოლებს ქვეყანაში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. განხილულ იქნა უმნიშვნელოვანესი საკითხები უძრავ ქონებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებით, საკანომდებლო ცვლილებებთან, განსაკუთრებით კი შრომის კოდექსსა და კონკურენციის კანონის შესახებ. კონკრეტული საკითხების ჩანიშვნის შემდეგ, ფადი ასლი შეხვდება ირაკლი კოვზანაძეს, სადაც განიხილავს ყველა პრობლემატურ თემას, რაც აწუხებს დღეს ბიზნესს.