საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ატარებს საქველმოქმედო აქციას… Print
Friday, 28 December 2012 14:34

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და წევრი კომპანიები მიმდინარე წლის 28 დეკემბერს უნარშეზღუდულ ბავშვებს ეწვივნენ და დახმარების სახით საჩუქრები გადასცეს. აქციის ფარგლებში, ბავშვები საყოფაცხოვრებო ინვენტარით, მაცივრით, გაზქურით, პერსონალური კომპიუტერით და საბავშვო სათამაშოებით მოამარაგეს. ასოციაცია მზად არის სამომავლოდაც გააგრძელოს საქველმოქმედო აქციები და საზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენას დახმარება გაუწიოს.