ბათუმში ახალი საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს… Print
Friday, 11 January 2013 06:24

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს. 92 საწოლზე გათვლილ მრავალფუნქციურ კლინიკაში რადიოლოგიური, ანგიოგრაფიული, ქირურგიული, კარდიოლოგიური, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, გულსისხლძარღვთა და ახალშობილთა რეანიმაცია, ლაბორატორიები და რამდენიმე პოლიკლინიკა განთავსდება. მშენებლობაში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და მისი ამოქმედების შემდეგ საავადმყოფოში 180 ადამიანი დასაქმდება. კომპანია "სისტემ ინშაათი" მშენებლობის დასრულებას 2013 წლის აპრილისთვის გეგმავს. კლინიკა მართვაში ცნობილ თურქულ კომპანია "მედიკანა გრუპს" გადაეცემა. მშენებარე ობიექტი  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლება რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს მხარს აქტიურად დაუჭერს.