საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა 2012 წელი შეაჯამა… Print
Friday, 11 January 2013 07:01

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა გასული წელი გადაცემა დროის ვექტორში შეაჯამა. საუბარი ძირითადად რეგიონის საინვესტიციო გარემოს და სამომავლო გეგმებს შეეხო. მისი თქმით, 2012 წელს ძირითადად თურქეთის რესპუბლიკის ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაინტერესდნენ აჭარის ბიზნესგარემოთი, ინვესტიციის დიდი ნაწილი ტექსტილის და მშენებლობის სფეროებში ჩაიდო. გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა ასოციაციის შესახებ, რომ ის 23 წევრ კომპანიას აერთიანებს და მთავარი მიზანი, მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესის განვითარება–გაუმჯობესებაა. მან თქვა, რომ დღეისათვის ქვეყანაში ბიზნესის განხორციელებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი პირობებია შექმნილი, დაბალი ტარიფები, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი, გამარტივებული პროცედურები, მყარი მაკროეკონომიკური გარემო, სტრატეგიულ-გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. რაც შეეხება, თავის შეხედულებას თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბიზნესგარემო საქართველოში უფრო მიმზიდველი გახდეს, მან თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რაც მთავარია მთავრობა მზადაა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ბიზნეს გარემოს განვითარებას საქართველოში. ინვესტორთა ასოციაცია საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან ერთად აქტიურად არის ჩართული, შრომითი და საგადასახადო კოდექსების ცვლილება-გამარტივებასთან დაკავშირებით. ინვესტორთა ასოციაცია სამომავლოდ გეგმავს ხელი შეუწყოს უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას, მოიზიდოს მეტი ინვესტიცია და ბიზნეს წარმომადგენლებს დაეხმაროს ბიზნესის განვითარებაში.