თანამშრომლობის მემორანდუმი… Print
Monday, 14 January 2013 06:34

მიმდინარე წლის 12 იანვარს, თურქეთის “Beyazay”-ის ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სამედიცინო ასოციაცია “თანა”-სთან. მემორანდუმის თანახმად “Beyazay”-ის ასოციაცია “თანა”-სთან არსებულ უნარშეზღუდულ ბავშვთა ცენტრს მუდმივად გაუწევს საჭირო დახმარებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს “Beyazay”-ის  თავმჯდომარემ ლოქმან აივასმა და “თანას” თავმჯდომარემ ნანა საყვარელიძემ. ღონისძიებას სხვა მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ, მათ შორის თურქეთის მხრიდან სამი პარლამენტარი, ხოლო ქართული მხრიდან მთავრობის წარმომადგენლები. ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და წევრი კომპანიები. თანამშრომლობის მემორანდუმის იდეა ინვესტორთა ასოციაციას გაუჩნდა გასული წლის 28 დეკემბრის საქველმოქმედი აქციის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც უნარშეზღუდულ ბავშვებს საყოფაცხოვრებო ინვენტარი და სათამაშოები გადასცა.