აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრებთან... Print
Friday, 26 February 2010 14:10

შეხვედრაზე მმართველთა საბჭოს მიერ დასმული იქნა საკითხები, რომელთა გადაწყვეტა ხელს შეუწყობდა ბიზნესმენების მუშაობას და გააუმჯობესებდა საინვესტიციო გარემოს. მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელიც ინვესტორთა პრობლემებს შეისწავლის და მათ დროულად გადაჭრაზე იმუშავებს. ბ-ნმა ლევან ვარშალომიძემ, ასოციაციასთან მსგავსი შეხვედრების მოწყობას აჭარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა. შეეხო აჭარის მთავრობის ლიბერალურ პოლიტიკას. რომლის მთავარი პრინციპებიცაა ღიაობა და გამჭვირვალობა. ასვე ისაუბრა ახალ ინიციატივებსა და საინვესტიციო პროექტებზე. შეხვედრას მმართველთა საბჭოს წევრების გარდა ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ირაკლი გორაძე, საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ზაზა გუმბურიძე და მასმედიის წარმომადგენლები.