ახალი ინვესტიცია საქართველოში... Print
Thursday, 28 February 2013 08:51

2013 წლის 27 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას სტამბულიდან, ასოციაციის მიერ  მოწვეული კომპანიის „შპს ბეჯერ ტექსტილი“ –ს მფლობელი ბატონი ადილ ბეჯერი ეწვია.  სტუმარი ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ბატონმა  ოსმან ჩალიშქანმა მიიღო. ბატონი ბეჯერი საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოთი და ინვესტირების იურიდიული საკითხებით დაინტერესდა. ის უახლოეს მომავალში გურიაში ტექსტილის ფაბრიკის გახსნას გეგმავს, სადაც 150-მდე ადგილობრივი დასაქმდება. ამ დროისთვის, თურქი ინვესტორი არსებულ პროექტთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტერიტორიულ  საკითხებს აგვრებს.