საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის საქველმოქმედო აქცია... Print
Friday, 29 March 2013 14:16

2013 წლის 29 მარტს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. ასოციაციის გენერალური მდივნის ინიციატივით დახმარება ქობულეთის რაიონში სოფელ ოჩხამურში სიღატაკის მიღმა მყოფ ბერიძეების ოჯახს გაეწია.  გამოხმაურება 26 მარტს აჭარის ტელევიზიით გასულ სიუჟეტს მოჰყვა, სადაც ბავშვების დედა შვილების გაშვილებაზე საუბრობდა. ოჯახში 7 მცირეწლოვანი ბაშვი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობს. ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა ოჯახისთვის საჭირო პროდუქტი შეიძინა და თავად ესტუმრა ადგილზე სიტუაციის შესასწავლად.  გარდა ამისა ბავშვებს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და  სათამაშოები გადაეცათ. პატარების გამხიარულება „მაკდონალდსში“ სადილითა და შოუპროგრამით  შეეცადნენ.  ასოციაციას აქციის განხორციელებაში სამკერვალო ფაბრიკა „BTM“ დაეხმარა. ასოციაცია  ბერიძეების ოჯახზე დახმარებას საჭიროებისამებრ მომავალშიც  გააგრძელებს.