აზერბაიჯან–თურქეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2013... Print
Sunday, 26 May 2013 13:06

25 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში,რიგითი აზერბაიჯანი-თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმზე ამ ქვეყნების მინისტრები და 300-მდე ბიზნსემენი ესწრებოდა. საქართველოს მხრიდან,  საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 40 ბიზნესმენი და საქართველოს  საერთაშორისო ინვეტსორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი(მჟავანაძე) ესწრებოდნენ. მან დამსწრე საზოგადოებას აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ბუკლეტების საშუალებით.  "ეს სამმხრივი ბიზნეს ფორუმი უკვე მესამედ ტარდება. განვიხილავთ ეკონომიკური თანამშრომლობის და ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებს", _ ითქვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებაში. ღონისძიების მსვლელობისას, სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს ეკონომიკის სფეროში, მათი ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად. ასევე გაიმართა მხარეთა ორმხრივი შეხვედრები. ფორუმი საქართველოსთვის შედეგიანი აღმოჩნდა და მიმდინარე წელს საქართველოში,  ორი მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციას ელოდებიან, ძირითადად თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და რუსეთია დაინტერესებული. გაცნობებთ, რომ მორიგი  ბიზნესფორუმი მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში, კერძოდ ბათუმში გაიმართება.