ბავშვთა დაცვის დღეს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია „თანა“ს დღის ცენტრის ბავშვებს ესტუმრა... Print
Thursday, 06 June 2013 12:22

2013 წლის 1ივნისს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქციას დაესწრო, რომელიც მახინჯაურის ინკლუზიური ჯგუფის მოზარდთა სახლში გაიმართა.  ასოციაციამ „თანა“–ს დღის ცენტრის აღსაზრდელებს საჩუქრად საჭირო ინვენტარი გადასცა.  ჩვილ ბავშვთა სახლის ლიკვიდაციის შემდეგ შენობა საქველმოქმედო ორგანიზაცია "თანას" დაეთმო, სადაც  უკვე ერთი თვეა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 42 მოზარდი სწავლობს. 1 ივნისს, ოფიციალურად გაიხსნა მარტოხელა დედათა და ბავშვთა ცენტრი, რომელიც ამავე შენობაში განთავსდება. პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ამოქმედდება და 20-მდე მარტოხელა დედას თავიანთ შვილებთან ერთად საშუალება ექნებათ 6 თვის განმავლობაში თავშესაფარში იცხოვროს. მარტოხელა დედები ჯანდაცვის სამინისტროში, კომისიური წესით, გარკვეული კატეგორიის მიხედვით შეირჩევიან. ბავშვების მიერ მომზადებული ღონისძიების შემდეგ, საერთაშორისო ინვეტსორთა ასოციაცია მოზარდებს მაკდონალდში სადილით გაუმასპიძლდა.