საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა ICC-ში Print
Friday, 14 June 2013 14:19

2013 წლის 12 ივნისს, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გაიმართა ICC-ის კვარტალური მე-3 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო მდგომარეობა. საბჭოს საპატივცემულოდ გამართულ მიღებას ICC-ის წევრები, დიპლომატიური საზოგადოება და მთავრობა ესწრებოდა. შეკრებაზე განიხილეს ზოგადი ბიზნეს კლიმატი,  მიმდინარე ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობის ძირითადი საკითხები, საქართველოს კონკურენტუნარიანობის განვითარების  ზრდა, გადასახადების მოკრების პრაქტიკა, სახელმწიფოს კერძო დაფინანსება და სხვა. ICC-ის საკონსულპაციო საბჭო წარმოადგენს ბიზნეს საზოგადოების ერთადერთ ორგანოს საქართველოში, რომელიც აერთიანებს ICC-ის აღმასრულებელ საბჭოს, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ნიდერლანდების და თურქეთის საელჩოებს, ევროკომისიის დელეგაციის თავმჯდომარეს, გაეროს განვითარების წარმომადგენელს საქართველოში, მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს, ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს. საკონსულტაციო საბჭოს მიზანია თავი მოუყაროს დიპლომატიურ და ბიზნეს სფეროების წევრებს კვარტალურ შეხვედრებზე რათა განიხილონ ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო. მიღებული გადაწყვეტილებები გადაეცემა მთავრობასა და სხვა შესაბამის ორგანოებს.