მსოფლიო თურქეთის ბიზნეს საბჭოს ევრაზიის რეგიონების კომიტეტის ბიზნესმენთა ვიზიტი სსია–ში Print
Thursday, 20 June 2013 07:40

2013წლის 20 ივნისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, მსოფლიოში თურქეთის ბიზნეს საბჭოს ევრაზიის რეგიონების კომიტეტის ბიზნესმენთა 11 კაციანი ჯგუფი ესტუმრა. მნიშვნელოვანი სტუმრები ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონმა ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ და ასოციაციის გენერალურმა მდვანმა ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა მიიღეს. მსოფლიოში თურქეთის ბიზნეს საბჭოს ევრაზიის რეგიონების კომიტეტის ორგანიზებით ბიზნეს შეხვედრები ევრაზიის სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარეობს. მათი განრიგით საქართველო რიგით მე-5-ა. შეხვედრები იმართება სამთავრობო სტრუქტურებსა და მსხვილ ასოციაციებში.  ბიზნეს საბჭოს წევრები რუსეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, თურქმენეთში, ყაზახეთში ერთერთი წამყვანი ბიზნესმენები არიან. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოსათან, საგარეო ეკონომიკურ ურთერთობათა საბჭოს (DEIK) რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესახებ. დაიგეგმა მემორანდუმების გაფორმება.