ქ. ყარსში 24–ე ადგილობრივი და რეგიონალური მედიის შეხვედრა გაიმართა Print
Wednesday, 03 July 2013 14:14

2013 წლის 26 ივნისს, ქ.ყარსში 24–ე ადგილობრივი და რეგიონალური მედიის შეხვედრა გაიმარა, რომელსაც საერთაშრისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ბატონი ოსმან ჩალიშქანი დაესწრო. გაკეთდა პრეზენტაცია საქართველოში არსებული ტურისტული და საინვესტიციო ბდგომარეობისა და პოტენციალის  შესახებ. აგრეთვე ნაჩვენები იქნა ვიდეო რგოლი. დამსწრე საზოგადოებას გადაეცათ ტურისტული და საინვესტიციო სარეკლამო ბუკლეტები.  ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა სიტყვით გამოსვლის დროს აღინიშნა, რომ საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო მნიშვნელოვანია მეზობელი  ქვეყნებისთვის, რადგან  ამიერ კავკასიაში სახმელეთო თვალსაზრისით სარფიან ტრანზიტულ ქვეყანას წარმოადგენს. კონფერენციის მსველობისას საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ორგანიზატორებს  შეთავაზება გაუკეთა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ  აღნიშნული 25–ე ღონისძიება  2014 წელს საქართველოში, კერძოდ ბათუმში ჩატარდება.