„აჭარა ტექსტილ“-ი Nike-ის პროდუქციის წარმოებას იწყებს Print
Saturday, 06 July 2013 14:31

შპს „აჭარა ტექსტილი“  2008 წელს ქობულეთის რ. სოფ. ბობოყვათში დაარსდა საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ჩაის ფაბრიკის ბაზაზე. თურქეთის რესპუბლიკასთან სიახლოვემ, საგადასახადო სისტემის და საბაჟო სისტემის დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. თავდაპირველი ინვესტიცია 4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ჩაიდო, რომელიც 2012 წლის ბოლოსთვის 6 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 2012 წელს შპს „აჭარა ტექსტილე“-მ საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადარიცხა 1.5 მილიონი ლარი. შპს „აჭარა ტექსტილი“ ჯერჯერობით მხოლოდ Puma, Adidas, Lotto და Erima-ს ფორმების და ყოველდღიური სპორტული ტანისამოსის წარმოებით არის დაკავებული. “აჭარა ტექსტილ”–ში შეიკერა ისეთი გამოჩენილი გუნდების ფორმები, როგორებიც არის: გლასგო რეინჯერი, ბორუსია დორტმუნდი, ნიუქასლ იუნაიტედი, ესპანიოლი, შტუტგარტი, ფეინორდი, იტალიის ნაკრები, ქიოლნი(ერიმა), სთეით თრეილიერეინ, ოლიმპიაკოსი, ლისაბონის სპორტინგი. 2009 წელს შპს „აჭარა ტექსტილ“-ის ქობულეთის საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება 75 დასაქმებულით. ხოლო 2010 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 300 ადამიანს აჭარბებდა. დღეს ქობულეთის საწარმოში წლიურად 3 მილიონი ერთეული შორტი და მაისური იკერება და ამჟამად საწარმოში 698 ადამიანია დასაქმებული. 2011 წელს შპს „აჭარა ტექსტილ“-ის გაფართოვება გადაწყდა და ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბენზეს სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა დაიწყო. 2012 წლისთვის ბენზეს სამკერვალო ფაბრიკაში 370 ადამიანამდე მუშაობდა. დღეისთვის ბენზეს ფაბრიკაში წლიურად 1.5 მილიონი ერთეული შორტი და მაისური იკერება. საწარმოში დასაქმებულია 519 დამიანი. ჯამში 4.5 მილიონი ერთეული პროდუქტი. შპს „აჭარა ტექსტილ“-ს 2008 წლიდან დღემდე დასაქმებული ყავს 1200-ზე მეტი ადამიანი. დღემდე საქართველო დამოწმებული არ იყო კომპანია Nike-ს მიერ, როგორც პოტენციური შესაძლო მწარმოებელი,  ამასთან დაკავშირებით 2 წელია მიმდინარეობდა მოლაპარაკება Nike-სთან და 15 დღეა რაც საქართველო იქნა დამოწმებული. ამის გამო გაჩნდა თამარის დასახლებაში არსებული ფაბრიკის გაფართოების მოთხოვნილება. ეს საწარმო საბოლოო ჯამში 1200-მდე ადამიანს დაასაქმებს.  საწარმო გაფართოებული  სახით ამუშავდება 2014 წლის იანვარში.