შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების განხილვა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციში Print
Saturday, 20 July 2013 11:28

2013 წლის 19 ივლისს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ორგანიზებით სსია–ში გაიმართა შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების განხილვა, რომელსაც ასოციაციის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, კომპანია „JMK სამრთლებრივი კონსულტაცია“ პარტნიორი, ბატონი გია ქავთარაძე უძღვებოდა.  განხილვაზე მოწვეული იყვნენ ასოციაციის წერვი კომპანიები და აჭარის ა.რ. მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის სამსახურის უფროსი ბატონი ჯემალ ბერიძე.  შეხვედრაზე განიხილეს და განმარტეს შრომის კოდექსში შეტანილი ყველა ცვლილება: თუ რა პროცედურების დაცვა არის საჭირო ახალი თანამშრომლის აყვანის ან სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, საცდელი პერიოდით კადრის მიღებისას. აგრეთვე ისაუბრეს ხელშეკრულების ვადების, განაკვეთური სამუშაო საათების რაოდენობის, ზეგანაკვეთური, შვებულებებისა და მათი ანაზღაურებების შესახებ. ასოციაცია უახლოეს მომავალში,  მიმართვას გაგზავნის პრემიერ მინისტრის სახელზე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში გაწევრიანების შესახებ, რომელიც  მთავრობის ინიციატივით შეიქმნა.