საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში ოთხმხრივ მემორანდუმს მოეწერა ხელი Print
Tuesday, 23 July 2013 14:26

დღეს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში ხელი მოეწერა ოთხმხრივ მემორანდუმს. ურთიერთთანამშრომლობის მხარეებს წარმოადგენდნენ საქართველოს ინვესტორთა ასოციაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, ბათუმის ტურიზმის სააგენტო და ტურიზმის განვითარების ცენტრ „ნიუკაზ“– ი. ზემოაღნიშნულ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ექნება სამომავლოდ საქართველოში ტურიზმის განვითარების, კვალიფიციური გიდების აღზრდის ხელშეწყობის კუთხით. საერთაშორისო ინვესტორთა  ასოციაცია თავისი შესაძლებლობების, ეკონომიკური პოტენციალისა და ტურიზმის განვითრების მჭიდრო თანამშრომლობით საერთო საქმეს გააკეთებს ქვეყნისთვის. პროექტის ფარგლებში გადამზადდება 35 გიდი.