არჩილ ხაბაძე უკრაინელ ბიზნესმენებს შეხვდა Print
Thursday, 01 August 2013 14:13

2013 წლის 1 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო რედისონში, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ შეხვედრა გამართა უკრაინელ ბიზნესმენებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი, სავაჭრო პალატის პრეზიდენტი თამაზ შავაძე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დემურ დიასამიძე, აგრეთვე ბიზნეს სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები. უკრაინელ ბიზნესმენებს მთავრობის წარმომადგენლებმა აჭარის საინვესტიციო გარემო გააცნეს, საუბარი ასევე შეეხო ადგილობრივ ტურისტულ პროდუქტებს. პრეზენტაციის შემდეგ არჩილ ხაბაძემ სტუმრების შეკითხვებს უპასუხა. უკრაინელი ბიზნესმენების დელეგაცია 50 წევრისგან შედგება. დელეგაციაში წარმოდგენილნი არიან ბიზნესის განვითარების ევროპული ასოციაციის და უკრაინელი ქალების კლუბის წარმატებული წევრები. ისინი ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით არიან დაკავაბულნი. დელეგაციის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრები თბილისში სამთავრობო უწყებებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობებს შეეხო. აღნიშნული ვიზიტი ოდესაში საქართველოს საკონსულოს ორგანიზებით ხორციელდება.