ახალი ინვესტიცია ტექსტილში... Print
Thursday, 03 October 2013 10:02

2013 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართა „Gunkar Textile“ – ს მფლობელთან ბატონ უგურ გუნეშთან.  ახალი ინვესტორი ასოციაციის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში და მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. უახლოეს მომავალში მოხდება შესაბამის სტრუქტურებთან შეხვედრები და გადაწყდება ფაბრიკის ადგილმდებარეობა. ფაბრიკაში 700 ადამიანის დასაქმება იგეგმება.  ინვესტორმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საქართველოში საინვესტიციო მდგომარეობასთან დაკავშირებით.