საერთაშორისო ინვესტორთა ასციაციის მხარდაჭერით ახალი პროექტი ხორციელდება Print
Wednesday, 23 October 2013 14:13

მინი ფეხბურთის ფედერაციამ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი.  აჭარაში მოქმედი უცხოური კომპანიების წარმოამდგენლებისგან შეკრიბა ფეხბურთის  გუნდები, რომლებიც გამართავენ ჩემპიონატს და პირველი, მეორე ადგილების მფლობელები გაემგზავრებიან თურქეთის რესპუბლიკაში თურქ  კოლეგებთან მეგობრული ჩემპიონატის ჩასატარებლად. ზემოაღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველო თურქეთის მეგობრული და ამავე დროს სპორტული ურთიერთობების გაღრმავებას. 2013 წლის 22 ოქტომბერს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ, პროექტის მხარდაჭერის მიზნით მოიწვია წევრი კომპანიების წარმომადგენლები და   მათ პირველი შეხვედრა გამართეს მინი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბატონ ვახტანგ ბარაბაძესათან. მონაწილეები გაეცნენ პროექტს და დასახეს უახლოესი სამოქმედო გეგმა.