სსია–ს ახალი პროექტი დასრულდა... Print
Friday, 08 November 2013 12:32

28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ქ. ბათუმში პირველად ჩატარდა რეგიონალური პირველობა მინი–ფეხბურთში უცხოურ და ქართულ კომპანიებს შორის. ეს ღონისძიება  აჭარის ა.რ. რეგიონალური მინი–ფეხბურთის ფედერაციამ და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციასთან ერთად ჩაატარა. მონაწილეობას ღებულობენ: თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო, ნუროლ ჯორჯია, სისტემ ინშაათი, სმარტი, სასტუმრო შერატონი, ზემინ ტექნოლოჯისტი. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებითა და დიპლომებით. ასევე გამოვლინდა საუკეთესო ნომინაციები: მეკარე, მცველი, გამთამაშებელი, თავდამსხმელი, პირველობის ბომბარდირი, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. სპორტული და კულტურული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს ყოველთვის მხარს უჭერს და მომავალშიც გაგრძელდება.